ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენტონი ბლინკენი ვიზიტით აფრიკაში მიემგზავრება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში მიემგზავრება. ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დიპლომატიური გზით ეთიოპიასა და სუდანში არსებული, ტეორიზმთან დაკავშირებული კრიზისი განმუხტოს.

ბლინკენი ამერიკიდან ორშაბათს გაემზავრება და მას ვიზიტები ექნება კენიაში, ნიგერიასა და სინეგალში. ეს ბლინკენის პირველი ვიზიტი იქნება აფრიკაში სახელმწიფო მდივნის სტატუსით. თუმცა, აპრილში მას ნიგერიისა და კენიის ლიდერებთან ონლაინ საუბარი ჰქონდა, რასაც სახელმწიფო დეპარტმანეტმა "აფრიკაში ვირტუალური ტური" უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბლინკენი არ აპირებს ეთიოპიასა და სუდანში ჩასვლას, სწორედ ეს ქვეყნები და იქ არსებული პრობლემები იქნება მისი ვიზიტის მთავარი განსახილველი თემა. ბლინკენის პირველი გაჩერება კენიაში იგეგმება.

კენიამ, რომელიც ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია, საკვანძო როლი ითამაშა რეგიონულ ძალისხმევაში ეთიოპიაში გამწვავებული კონფლიქტის შესამსუბუქებლად და დიდი ხანია ცდილობს კრიზისით განადგურებული სომალის სტაბილიზაციას. მან ასევე მხარი დაუჭირა სუდანში სამოქალაქო, ხალხის მიერ მართული მთავრობის აღდგენის მცდელობებსაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG