ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფონდო ბირჟა, ჩინეთის ეკონომიკა და ქართული ლარის მერყეობა


პაოლო მაურო
პაოლო მაურო

ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებდით მსოფლიო საფონდო ბაზრებზე შექმნილ სიტუაციას, რა გავლენა აქვს მას მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკაზე:

პაულო მაურო, პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტი:

გასული კვირის დასაწყისში შანჰაის საფონდო ბაზარზე აქციების სწრაფი ვარდნა დაფიქსირდა, რამაც ძალიან შეარყია ფინანსური ბაზრები. ასეთი ვარდნა მანამდეც გვინახავს, თუმცა ბოლო შემთხვევის მსგავსი 2014 წლის ნოემბრიდან არ გვქონია. მანამდე უნდა გავიხსენოთ, რომ ჩინეთის საფონდო ბირჟაზე ფასები რადიკალურად ავარდა, რაც, უკან თუ გავიხედავთ-საკმაოდ სპეკულაციური განვითარება იყო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ გასულ კვირას რაც მოხდა-ერთგვარი ბუნებრივი და დრამატული კორექცია იყო. ვითარება ბოლო დღეებში ოდნავ გამოსწორდა მაგრამ არასტაბილურობა რჩება. რაც შეეხება ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შესაძლო ვარდნას ან მის გავლენებს--აქ ჩვენ უნდა განვასხვავოთ ამ ფაქტის გავლენა თავად ჩინეთზე და მეორეს მხრივ- სხვა ქვეყნებზე. ჩინეთში ეკონომიკური ცხოვრების ხარისხზე ჯერჯერობით არანაირი გავლენა არ უგრძვნიათ, რაც შეეხება სხვა ქვეყნებს-ეს გავლენა ჩინეთის კრიზისიდან გადანაწილებული იქნება, სავარაუდოდ, ყველა ამ ქვეყანაზე და ესეც მეტნაკლებად თანაბრად მოხდება. ეს პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არიან ქვეყნები დაკავშირებული ჩინეთის ბაზრებთან. ისეთი დიდი ქვეყანა როგორიც ამერიკაა ძალიან ცოტა პროდუქციის ექსპორტს ახდენს ჩინეთში ავსტრალიისგან, კორეისგან, იაპონიისგან განსხვავებით. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს და გავლენას მათზე, ეს უფრო მეტად ფსიქოლოგიური ეფექტი და ასეთი განწყობაა. საგრძნობი და ექსტრაორდინალური ცვლილება ადამიანების ცხოვრებაზე, ან ევროპის საბანკო სექტორებზე არ არის მოსალოდნელი.

ამერიკის ხმა: შეიძლება თუ არა ვისაუბროთ კავშირზე ჩინეთის კრიზისსა ან საფონდო ბაზრებზე მიმდინარე სიტუაციასა და საქართველოში, ეროვნული ვალუტის კრიზისზე?

ანდერს ასლუნდი, ატლანტიკური საბჭო:

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ბოლო პერიოდში რუსული რუბლი ნახევრად დაეცა და გაუფასურდა, სავალუტო მერყეობას ადგილი აქვს რეგიონის ბევრ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლარი პირდაპირ არ არის რუსული ვალუტის სტაბილურობაზე დამოკიდებული, რუსეთის მდგომარეობას მაინც აქვს მნიშვნელობა. ჩემი რწმენით უკრაინის ფინანსური და თურქეთის ბაზრების მდგომარეობაც გასათვალისწინებელია.

პაულო მაურო, პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტი:

ჩემი რწმენით, იმის ნაცვლად რომ ყველაფერში კავშირი ჩინეთის მოვლენებთან ვეძებოთ, ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა სამეზობლოს გადავავლოთ თვალი და ვნახოთ რა ხდება რუსეთსა და უკრაინაში. მეორეს მხრივ არსებობს შიში, რომ განვითარებადი ქვეყნები შესაძლოა ისე კარგად ვერ გაუმკლავდნენ მძიმე, გლობალურ დარტყმებს, როგორც განვითარებული ქვეყნები. საქართველოს დღეს უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს. ჩინეთის ან გლობალურ ბაზრებზე მასშტაბური მოვლენის გავლენები რადიკალურად უარყოფითი ვერ იქნება საქართველოში, თუმცა ზოგადი გაურკვევლობა იარსებებს.

XS
SM
MD
LG