ამერიკის დასუსტებული ეკონომიკის შესახებ თავისი პასუხები აქვს ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს. მისი ახალი წიგნი „back to work“-„საქმეს დავუბრუნდეთ“ მეორე კვირაა ამერიკის წიგნის მაღაზიებში გაყიდვების ფავორიტია.
წიგნის მოყვარული რონ კოლინსი პოლიტიკური მრწამსით დემოკრატია, თუმცა ახლა ის პრეზიდენტ ბარაკ ობამათი იმედგაცრუებულია, წიგნის მესიჯს მიესალმება და სრულად ეთანხმება მმას.
რონ კოლინსი: „კლინტონმა კარგად იცის პრობლემები. მისი პრეზიდენტობის დროს ამერიკა ეკონომიკურად ყვაოდა, და სწორედ აქედან გამომდინარე, ზუსტად არსებული მძიმე ვითარების ფონზე ჩვენ, წიგნის მოყვარულებსა და პოლიტიკური ცხოვრების დამკვირვებლებს ძალიან გვაინტერესებს თუ რა რჩევები აქვს მას ახლა მთავრობისა და ხალხისთვის.“
კლინტონი, ახალ წიგნში მთლიანობაში, პრეზიდენტ ობამას პოლიტიკას ეთანხმება, განსაკუთრებით ისეთ პროგრამებში როგორიცაა მასტიმულირებელი დახმარების პაკეტები და ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიებში.
თუმცა პრეზიდენტი კლინტონი ბარაკ ობამას და დემოკრატიულ პარტიას ერთიანი მესიჯის არ ქონაში ადანაშაულებს, რამაც რესპუბლიკური პარტიის დაბალი გადასახადების და მთავრობის მოქმედებების შეკვეცის გზავნილი უნდა დააბალანსოს
მეთ დალეკი კალიფორნიის უნივერსიტეტში ისტორიასა დ პოლიტიკურ მეცნიერებას ასწავლის.
იგი ამბობს, რომ ამ წიგნით ბილ კლინტონი თავის იმედგაცრუებას გამოხატავს დემოკრატიული პარტიის მოქმედებით:
დალეკი: „კლინტონის მსგავსად, ბევრ ადამიანს დღეს მიაჩნია, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ეკონომიკურ სექტორში თავისი დანაპირები ვერ შეასრულა ისე წარმატებით როგორც მათ ეს უნდა გაეკეთებინათ. დემოკრატიული პარტიის დამკვირვებლებს აფიქრებთ ისიც, რომ დღეს რესპუბლიკური პარტია კიდევ უფრო მეტად იკრებს ძალას, და რომ ჩაის სმის მოძრაობა აქტიურად მონაწილეობს ეკონომიკურ დებატებში.“
ბილ კლინტონის ახალ წიგნში ბევრჯერ არის ნახსენები პოლიტიკური კინკლაობის მიზანშეუწონლობა, განსაკუთრებით კი სახელმიწფო ვალის ზღვრის გაზრდის საკითხში, რამაც მთელი სახელმწიფო უფრო მეტად დაასუსტა და დააბნია, როგორც ამას თავად კლინტონი წერს და დასძენს, რომ შეცდა, როცა ჩათვალა რომ ობამა ამ საკითხის კონგრესში გატანას მყისიერად შეძლებდა.
ამასთან, თეთრი სახლი გამორიცხავს დაძაბულობას, რომელიც შესაძლოა მავანმა ამ წიგნის ფურცლებზე ამოიკითხოს.
თეთრი სახლის პრეს მდივანი ჯეი კარნი: „ეს წიგნი, პირიქით ძალიან დაეხმარება დღევანდელ ადმინისტრაციას და ასევე ის ფაქტი, რომ მასში ხაზგასმულია ბევრი პოზიტიური ნაბიჯი რომლებიც ობამამ უკვე გადადგა.“
მომავალ წელს ამერიკაში არჩევნები ტარდება. შესაბამისად, ბილ კლინტონის რჩევები და შეხედულებები, კაცისა, რომელმაც ათი წლის წინ თანამდებობა საბიუჯეტო ნამატის და ოთხპროცენტიანი უმუშევრობის პირობებში დატოვა ახალ ენერგიას შესძენს ამ ქვეყანაში არსებულ ეკონმიკურ და პოლიტიკურ დისკურსს.