ამერიკის ვიცე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რესპუბლიკელი კანდიდატი, პოლ რაიანი 11 ოქტომბერს კენტუკის შტატში საჯარო დებატებისას დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ოთხმოცდაათწუთიანი დებატებისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ორივე კანდიდატი შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობდნენ.
დებატებს ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, „ეი-ბი-სის" ტელეარხის კორესპონდენტი, მართა რადაცი მოდერატორობდა.
კანდიდატებს შორის განსაკუთრებული კამათი საგარეო პოლიტიკურ საკითხებს მოჰყვა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები ავღანეთს 2014 წლის ბოლომდე დატოვებდნენ, პოლ რაიანმა კი თქვა, რომ ეს განცხადება სისუსტის ნიშანია. ახალგაზრდა რესპუბლიკელმა კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ოთხი წლის შემდეგ კონგრესის დემოკრატები ქვეყნის ეკონომიკის გაუარესებაზე არიან პასუხისმგებელნი.