„კარგი, ერთგული და ღირსეული მეგობარი“ - ასე უწოდა პრეზიდენტმა ბაიდენმა, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს იორდანიის მეფეს. მომდევნო კვირების განმავლობაში, პრეზიდენტი ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სხვა ლიდერებსაც უმასპინძლებს. დაგეგმილი სამი შეხვედრიდან, იორდანიის მეფესტან შეხვედრა პირველი იყო.
პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რო მეფე აბდულა, ამერიკის ძლიერი მოკავშირეა, „მკაცრ სამეზობლოში“.
„თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გეიმედებოდეთ მე, ჩემი ქვეყნა და რეგიონში ჩვენი ბევრი კოლეგა“ - განაცხადა იორდანიის მეფემ.
თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ საკი აცხადებს, რომ ლიდერებს უამრავი საკიტხი აქვთ განსახილველი, რაც ახლო აღმოსავლეთში არსებული გამოწვევებს ეხება. საკი აცხადებს, რომ იროდანი უსაფრთხოების საკიტხებში ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა.
ლიდერების შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო სიარიაში არსებული ვითარება, ვითარება ერაყში, ირანი ბირთვული შეთანხმება, ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებები.
მომავალ კვირაში თეთრ სახლს ერაყის პრემიერ-მინისტრი ეწვევა, ასევე იგეგმება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ვიზიტიც.
Facebook Forum