ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა აშშ-ში "კასპერსკის" პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვა, რუსეთთან კავშირების გამო, აკრძალა


ბაიდენის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს, 20 ივნისს, გამოაცხადა, რომ გეგმავს შეერთებულ შტატებში რუსული "კასპერსკის ლაბორატორიის" მიერ დამზადებული ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის აკრძალვას. ამერიკის კომერციის მდივანმა ჯინა რაიმონდომ თქვა, რომ რუსეთის გავლენა კომპანიაზე უსაფრთხოების მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ამერიკისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფის პრივილეგირებულმა წვდომამ კომპიუტერის სისტემებზე შეიძლება მისცეს მას საშუალება მოიპაროს სენსიტიური ინფორმაცია ამერიკული კომპიუტერებიდან, ან დააინსტალიროს მავნე პროგრამები და შეაჩეროს კრიტიკული განახლებები, რაც აძლიერებს საფრთხეს,- თქვა წყარომ და აღნიშნა, რომ "კასპერსკის" კლიენტებს შორის არიან კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროვაიდერები და შტატის და ადგილობრივი მთავრობები.

„რუსეთმა აჩვენა, რომ აქვს უნარი და... განზრახვა გამოიყენოს რუსული კომპანიები, როგორიცაა "კასპერსკი", რათა შეაგროვოს და გამოიყენოს ამერიკელების პირადი ინფორმაცია და ამიტომ ჩვენ იძულებულნი ვართ მივიღოთ ის ქმედება, რასაც დღეს ვახორციელებთ“, - თქვა რაიმონდომ.

"კასპერსკიმ" თქვა, რომ თვლის, რომ ამერიკის გადაწყვეტილება უფრო ეფუძნებოდა „დღევანდელ გეოპოლიტიკურ კლიმატს და თეორიულ შეშფოთებას, ვიდრე "კასპერსკის" პროდუქტებისა და სერვისების მთლიანობის ყოვლისმომცველ შეფასებას“.

ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში, "კასპერსკიმ" დაამატა, რომ მისი საქმიანობა არ ემუქრება ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და რომ ის გააგრძელებს იურიდიული ვარიანტებიის ძებნას მისი ოპერაციების შესანარჩუნებლად.

რუსეთის საელჩომ კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. მანამდე "კასპერსკიმ" განაცხადა, რომ ეს არის კერძო კომპანია, რომელსაც არ აქვს კავშირი რუსეთის მთავრობასთან.

XS
SM
MD
LG