ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავაის ელექტროქსელის გასაუმჯობესებლად $95 მილიონი გამოიყოფა


Hawaii Fires Power Lines
Hawaii Fires Power Lines

თეთრი სახლის განცხადებით, ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონის მეშვეობით, ჰავაის ელექტროქსელის აღსადგენად და გასაუმჯობესებლად, ბაიდენის ადმინისტრაცია $95 მილიონს გამოყოფს.

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მსხვერპლიანი ტყის ხანძრის შედეგად, აგვისტოს დასაწყისში, ჰავაის კუნძული მაუი თითქმის სრულად განადგურდა. ხანძარმა მოიცვა საკურორტო ქალაქი ლაჰაინი, რის შედეგადაც, 115 ადამიანი დაიღუპა, 338 კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

ლაჰაინაში ათასობით შენობა და ასობით მანქანა დაიწვა. ეს შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარია. მაშველთა დასახმარებლად კვირების განმავლობაში მეზობელი შტატებიდან არაერთი სხვადასხვა სამსახური ჩავიდა. ხანძრების გავრცელებას ამ ზაფხულს რეკორდულმა სიცხემაც შეუწყო ხელი. ველურ ბუნებაში გაჩენილი ხანძრები თვეების განმავლობაში მძვინვარებდა კანადაშიც. რთული ვითარება იყო ევროპის სამხრეთ ნაწილშიც. მეცნიერები ფიქრობენ, რომ წიაღისეული საწვავის გამოყენებით და სხვა მიზეზებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების გამო, მომავალში ხანძრები და ექსტრემალური ამინდის მოვლენები გახშირდება და გაძლიერდება.

XS
SM
MD
LG