ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა
ბათუმში, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა. ნანგრევებში 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სამეთვალყურეო კამერამ ჩამონგრევის ამსახველი კადრები დააფიქსირა, რაც მოგვიანებით სოციალური ქსელით გავრცელდა.
Facebook Forum