ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას


„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს თქვენს სუვერენულ უფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს უკანონო ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ჩვენ გვწამს რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ეს არის ერთგვარი გზავნილი ნატოს მისამართით“, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, ბათუმში „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ რიგით მე-13 კონფერენციაზე გამოსვლისას.

კონგრესმენი საქართველოს მხარდაჭერის აქტის ერთ-ერთი თანასპონსორი იყო, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ცოტა ხნის წინ ერთსულოვნად მიიღო.

„რესპუბლიკელებს და დემოკრატებს უფრო მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ჩვენ ერთად ვთანხმდებით საქართველოს მომავალზე და ჩვენს მხარდაჭერაზე საქართველოსადმი, რაც ნათელი გახდა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით, რომელსაც მხარი კონგრესში ორივე პარტიამ დაუჭირა... საქართველომ მაქსიმალური წვლილი შეიტანა ავღანეთში. საქართველომ თავისი შესაძლებლობების მიღმა გაართვა თავი პასუხისმგებლობას. ეს არის მაგალითი და და ამას ხედავენ ამერიკაში. აშშ-ის სახელით დიდი მადლობა საქართველოს ხალხს ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში ძალისხმევისთვის“, - თქვა მან.

კონფერენციაზე ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება, რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილება.

საკუთარ მიმართვაში, ევროპაში შეერთებულის შტატების ჯარების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა კრისტოფერ კავოლიმ, განაცხადა, რომ ამერიკის შეირაღებული ძალების მხარს უჭერენ საქართველოს და საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. მან ყურადღება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებაზე და საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა.

„ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობით. ეს ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობაა. ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე, აშშ-ის არმია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. საბრძოლო მომზადების ცენტრში ვაზიანში, თბილისი სამხეთ-აღმოსავლეთით, ჩვენ ვეხმარებით ქართულ არმიას განავითაროს შეიარაღებული ძალების მომზადების ახალი მოდელი. ქართულ არმიას მიღწეული აქვს ტაქტიკური სრულყოფის ისეთი დონე, რომლითაც მსოფლიოში ნებისმიერს უწევს კონკურენციას,“ - განაცხადა ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, კრისტოფერ კავოლიმ. „შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულია ევროპული და ასევე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. შავი ზღვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გაზვიადება რთულია“, - თქვა მან.

კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავჯდომარე და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მან რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველო შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

„მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატო-სთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი“, - განაცხადა მან.

კონფერენციის დამსწრეებს მიმართა ასვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვასა და უსაფრთოებაში პარლამენტის როლზე და საქარველოსთვის დასავლელ პარტნიორებთან მუშაობის მნიშვნელობაზე.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე. იმ ფონზე, როცა მსოფლიო სულ უფრო და უფრო რთული ხდება და საფრთხეები იზრდება, მოკავშირეები მუდმივად ერთმანეთის გვერდით უნდა იდგნენ“, - თქვა მან.

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მასპინძლობით 6-7 ნოემბერს იმართება. მას თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში რეგიონის ქვეყნების, ნატოსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ესწრებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG