სამშაბათს, შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი უილიამ ბარი, წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს ჩვენებას მისცემს. მოსალოდნელია, რომ მას კანონმდებლები კითხვებს რიგ საკითხებზე მათ შორის, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში გამართული პროტესტების საპასუხოდ ფედერალური ოფიცრების განლაგების თაობაზე დაუსვამენ.
ბარის მოსმენამდე, მისი შესავალი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაისის ბოლოს, პოლიციის მეურვეობაში მყოფი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება “საშინელი” მოვლენა იყო, რომელმაც შეერთებულ შტატებში სამართალდამცავებსა და აფრო-ამერიკელებს შორის ურთიერთობის შესწავლის საჭიროება წარმოშვა. თუმცა ბარი ამბობს, რომ პორტლენდში და სხვა ადგილებში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ფლოიდის გარდაცვალებასთან კავშირი დაკარგა
ბარი იმეორებს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას და შტატის ადგილობრივ ლიდერების აკრიტიკებს. ბევრმა მათგანმა, ფედერალური მთავრობის საპასუხო ქმედებებზე უარი განაცხადა და კონგრესს მოუწოდა, რომ მათ ქალაქებში ფედერალური ძალების განლაგება აღკვეთოს.
27 ივლისს, პორტლენდში დემონსტრანტებსა და ფედერალურ ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. აქტივისტები და აქციის მონაწილეები, ფედერალურ ოფიცრებს ბრალად სდებდნენ, რომ ადამიანებს დემონსტრაციებს საკმარისი საფუძვლის გარეშე აკავებდნენ. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ფედერალური ქონების დასაცავად, როგორიცაა ქალაქში არსებული სასამართლოს შენობა, ოფიცრების განლაგება აუცილებელი იყო.
Facebook Forum