ინტერვიუ საქართველოს ვიცე პრემიერთან, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან. ბატონი გიორგი ამერიკის ხმის სტუდიას ეწვია.
ჩვენს კითხვაზე თუ როგორ ხედავს საქართველოს ვიცე პრემიერი ამერიკის პოლიტიკურ აზროვნებაში კონგრესის ბოლო არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებს და ურთიერთობების როგორი პერსპექტივა წარმოუდგენია კავკასიის რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებაში, ბატონმა ბარამიძემ საქართველოსა და ამერიკას შორის მიმდინარე ურთიერთობების მიმოხილვით გაგვცა პასუხი: „ნაყოფიერად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს, მათ შორის სამხედრო, უსაფრთხოების, ეკონომიკური და ხალხებს შორის გაცვლლების ჩათვლით.“
ბატონი ბარამიძის განცხადებით, ახლა საქართველო ამერიკასთან ურთიერთობებში იმყოფება იმ რეჟიმში, როცა კონკრეტულ საკითხებზე მიდის მუშაობა. „ამ მიმდინარე სამუშაო] საკითხებს შორისაა ნატოში გაწევრიანების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და იმ გეგმის განხორციელება, რომელსაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოჰყვება, ის თუ როგორ აიძულოს საქართველომ რუსეთს ტერიტორიის დეოკუპაცია და მოხდეს მშვიდობიანად დევნილების დაბრუნება , ასევე ყველა ხელსაყრელი პირობა დემოკრატიულიული სტრუქტურების გასაძლიერებლად, რასაც ყველა ელის.“
სრული ინტერვიუს მოსასმენად, მისდიეთ ბმულს: