ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტივ ბენონი ტრამპის მთავარ შეცდომაზე საუბრობს


თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგის, სტივ ბენონის აზრით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი შეცდომა ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლება იყო. გამოძიების ფედერალური ბიუროს თავმჯდომარის მოხსნასთან დაკავშირებით ის ასევე ამბობს, რომ “შესაძლოა ეს თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში” ყველაზე დიდი შეცდომა იყოს.

“არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ ჯეიმს კომი რომ არ გაეშვათ, ჩვენ ახლა სპეციალური გამომძიებელი არ გვეყოლებოდა, - თქვა ბენონმა ტელეკომპანია “სი-ბი-ესთან” ინტერვიუში.

ბენონი ტრამპის პოპულისტური საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ის გასულ თვეში თანამდებობიდან გაშვებამდეც, თეთრ სახლში გავლენიან ფიგურად და პრეზიდენტის ერთ-ერთ წამყვან მრჩევლად რჩებოდა.

სტივ ბენონი თავის ძველ პოსტს დაუბრუნდა და კვლავ ულტრა-მემარჯვენე ახალი ამბების ვებგვერდს “ბრეიბარტ ნიუსს” ხელმძღვანელობს. ბენონი აცხადებს, რომ თეთრი სახლის გარეთაც პრეზიდენტ ტრამპის ერთგულ თანამებრძოლად რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG