ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“აივნის მხატვრობა”


“აივნის მხატვრობა”
“აივნის მხატვრობა”

ბეთ ბარბუში მხატვარი და საზოგადო მოღვაწე მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში ცხოვრობს. მან, ოთხი წლის წინ, სამეზობლოში შეკრებილ ბავშვებს თავის აივანზე ხატვის შესწავლა დააწყებინა. იშვიათი შეხვედრები მალე ყოველკვირეულ თავშეყრაში გადაიზარდა, რასაც, ცოტა ხანში, “აივნის მხატვრობა” ეწოდა.

2007 წლის ზაფხულში დაწყებული პროექტი - “აივნის მხატვრობა” საჭირო მასალის სიმცირესა და ბავშვების ნაკლებობას განიცდიდა. ერთადერთი რაშიც სიუხვე შეინიშნებოდა ეს მხოლოდ ენთუზიაზმი იყო.

“ამ საქმის განხორციელება დაუგეგმავად დაიწყო; ჯერ იყო კვირაში ერთი ღამე, შემდეგ კვირაში საათნახევარი… ეს ყველაფერი ბავშვებთან თავისშექცევასა და გართობას ჰგავდა, რამაც დადებითად იმოქმედა ჩემზე; ასევეა, ალბათ, ამ ბავშვებისთვისაც; მათ ხომ გარკვეული ცოდნა შეიძინეს,- ” ამბობს მხატვარი და პროექტის ავტორი ბეთ ბარბუში.

სასწავლო შეხვედრების ადგილმა, ბეთის აივნიდან მალე ბალტიმორის ერთ-ერთ შენობაში გადაინაცვლა, სადაც ბავშვები, ყოველ კვირა, მხატვრობის ახალ ელემენტებს ეცნობოდნენ. დღევანდელი დღის გაკვეთილი კი ბეჭდური კალიგრაფიის თემას წარმოადგენს - მაგრამ ბავშვები, ზოგად ცოდნას, ხატვა-ხაზვისა და ქანდაკების საკითხებზეც იღებენ. თუმცა, მათ ვინც ხატვის განწყობაზე არ არის, შესაძლებლობა ეძლევა, ცარცის მეშვეობით, ტროტუარზე შეიქციოს თავი ანდა სახტუნაოთი ითამაშოს.

თოჰა მუჰამედი, პროექტის მონაწილე სტუდენტია, რომლემაც შემდეგი განაცხადა:

“ყოველ კვირას ბევრ კარგ რამეს ვსწავლობ და ვაკეთებ იმას რაც მაინტერესებს. ჩვენ ხატვასა და ძერწვას ვეუფლებით, საგნების ერთმანეთთან შერწყმას ვახდენთ და შემდეგ ვძერწავთ; სწორედ ამიტომ მიყვარს აქ მოსვლა.”

პროექტს სხვადასხვა მხატვრები და ადგილობრივი მოხალისეები სტუმრობენ, რომლებიც სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ქეთრინ ბეარი პროექტის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტის მშობელია. მისი თქმით, პროგრამა საზოგადოებრივ აქტიურობასა და ნდობაზეა ორინეტირებული.

დღევანდელ შეხვედრაზე, ყურადღება მუსიკის ელემენტებს ეთმობა. ადგილობრივი მუსიკოსები, მოხალისის სტატუსში, ინსტრუმენტზე უკრავენ, მაშინ როცა სტუდენტები მხატვრობით არიან დაკავებულნი.

პროექტი ყოველგვარი გარე დაფინანსების გარეშე ხორციელდება. დახმარების უმეტეს ნაწილს ადგილობრივი მოხალისეების შემოწირულობა წარმოადგენს. პროექტის ავტორის, ბეთ ბარბუშის თქმით :

“ამის გაკეთება ყველას შეუძლია, რაშიც არსებული უნარ-ჩვევები დაგეხმარებათ. პარალეურად, შეგიძლია მუსიკასაც მიჰყვე, ანდა თავი მზარეულობითაც შეიქციო, ან სულაც თეატრისადმი ინტერესი გქონდეს და მხატვრულ ნაწარმოებს, ტილოებს აგროვებდე. ვფიქრობ, ეს მარტივი მაგალითია სხვებისთვისაც, ვისაც ანალოგიური პროექტის დაწყება სურს.”

პროექტმა “აივნის მხატვრობა,” თავად მისი ავტორის ცხოვრებაც მთლიანად შეცვალა. ეს საქმიანობა, მას, სამეზობლოს უკეთ გაცნობაში დაეხმარა და თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრად აგრძნობინა.


XS
SM
MD
LG