ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს თავდაცვის მდივანი გუშინ აზერბაიჯანს სტუმრობდა


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი გუშინ აზერბაიჯანს სტუმრობდა. გეითსის ვიზიტის მიზანი გახლდათ გაეფანტა აზერბაიჯანის მთავრობის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი აზერბაიჯანს ნაკლებ ყურადღებას უთმობს.

გუშინ რობერტ გეითსმა, ბაქოში ჩასვლისთანავე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას წერილი გადასცა.

აღსანიშნავია,რომ აზერბაიჯანი შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გადაადგილებისა და მომარაგებისთვის ერთერთი მთავარი სატრანზიტო ადგილია. თუმცა აზერბაიჯანელების აზრით, ვაშინგტონი ამ საკითხს არცთუ ისე სათანადოდ აფასებს.

XS
SM
MD
LG