ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გაათავისუფლა


აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვას ციხიდან გათავისუფლების ბრძანება გასცა. სასამართლომ მას შვიდნახევარ წლიანი სასჯელი სამნახევრამდე შეუმცირა.

სასამართლომ გადაწყვეტილება 25 მაისს მიიღო.

ისმაილოვა 2014 წელს დააკავეს და გადასახადების თავიდან აცილებისა და ქონების მითვისების ბრალდებით 2015 წლის სექტემბერში გაასამართლეს. დასავლეთის მთავრობები და პრესის თავისუფლების ორგანიზაციები მისი დაკავების დღიდან ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხივდნენ.

ისმაილოვას გასამართლებას პრესის თავისუფლების აქტივისტები მის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებენ. მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახი კორუფციულ გარიგებებში ამხილა.

27 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით 40 სხვადასხვა ქალაქში მხარდამჭერი დემონსტრაციების გამართვას გეგმავენ ხადიჯას მე-40 დაბადების დღის აღსანიშნად.

XS
SM
MD
LG