შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაჟღერებული მუქარის მიუხედავად, რომ ის სამშვიდობო ზავს დაარღვევს, ყოველწლიური ერთობლივი წვრთნა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 21 მარტამდე გასტანს.
ფხენიანის დაქადნება ამერიკის წინააღმდეგ ბირთვული ომის დაწყებასაც შეიცავდა, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთ კორეას ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გააჩნია. ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყებისთანავე გაისმა ახალი მუქარა იმის შესახებ, რომ ფხენიანი სეულთან ცხელ ხაზს გაწყვეტს. დღეს სეულიდან ორჯერ გასულ ზარს ჩრდილოეთ კორეის მხარემ არ უპასუხა.