ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

48 საათიანი საყოველთაო გაფიცვა საბერძნეთში


48 საათიანი საყოველთაო გაფიცვა საბერძნეთში
48 საათიანი საყოველთაო გაფიცვა საბერძნეთში

საბერძნეთში 48 საათიანი საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს, რომელიც უდიდესი იქნება უკანასკნელი წლების განმავლობაში.

სხვადასხვა პროფესიის ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში, რომელიც მთავრობის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული.

ეს პოლიტიკა გადასახადების გაზრდას და პენსიების შეკვეცას ითვალისწინებს. გაფიცვამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აეროპორტების, სკოლების და სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგი პაპანდრეუმ პარლამენტარებს ამ გეგმის დამტკიცებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ მიიღებს ევროკავშირისგან შეპირებულ 159 მილიარდი დოლარის დახმარებას და დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG