ექსპრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი აცხადებს, რომ იანვრის ბოლოსთვის ის პაკისტანში დაბრუნებას აპირებს. მხარდამჭერებთან კვირას გამართულ სატელეფონო საუბარში ჩამოსვლის სავარაუდო თარიღად ყოფილმა პრეზიდენტმა 27-30 იანვარი დაასახელა.
ბატონი მუშარაფი სრულიად პაკისტანის მუსლიმთა ლიგაში ერთ-ერთ ფრაქციას ხელმძღვანელობს და აცხადებს, რომ ის მომავალ არჩევნებზე საკუთარი პარტიის გაყვანისთვის ემზადება. ექს-პრეზიდენტ მუშარაფის თქმით მას პაკისტანში ყველა ეთნიკური ჯგუფი უჭერს მხარს.
პაკისტანის პროკურატურის განცხადებით მუშარაფს ქვეყანაში გამოჩენისთანავე დააპატიმრებენ და ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბხუტოს მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეობისთვის გასამართლდება.
ყოფილი პრეზიდენტი პრემიერზე შეტევას პაკისტანელ თლიბებს აბრალებს, თუმცა პაკისტანის პროკურატურას მიაჩნია, რომ მუშარაფმა ქვეყნის უმაღლეს პირზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობა თავადაც მიიღო.
ექს-პრეზიდენტი 2008 წლის შემდეგ მონაცვლეობით ლონდონში და დუბაიში ცხოვრობს.