ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის დემოკრატია ეჭვქვეშაა


პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესით, უკრაინის მართლმსაჯულებამ ყოფილ პრემიერ მინისტრსა და წამყვან ოპოზიციონერს იულია ტიმოშენკოს ძალაუფლების გადატემებისთვის და რუსეთთან გაზის კონტრაქტის მინისტრთა კაბინეტის თანხმობის გარეშე გაფორმებისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შვიდ წლიან პატიმრობასთან ერთად, ტიმოშენკოს პოლიტიკაში ათი წლის განმავლობაში მონაწილეობა ეკრძალება და მას 190 მილიონი დოლარის ჯარიმა დაუწესდა.

ტიმოშენკო ნარინჯისფერი რევოლუციის ერთერთი ლიდერი იყო, რომელმაც ქვეყნის უზენაეს სასამართლოს ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების გადაწყვეტილების ანულირება აიძულა. 2010 წელს ტიმოშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა სადაც, მას გამარჯვებულმა კანდიდატმა მცირეოდენი უპირატესობით გაუსწრო.

ტიმოშენკოს ბრალდებამ ფართე მასშტაბიანი კრიტიკა, იმედგაცრუება და ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თეთრმა სახლმა განცხადებაში აღნიშა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამდა სასამართლოს გადაწყვეტილების და პატიმრობის ვადის გამო. ობამას ადგმინისტრაციამ ასევე დააფიქსირა, რომ ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებზე დაყრდნობით წარიმართა და რომ ამერიკის წუხილს იწვევს არამარტო ტიმოშენკოს წინააღმდეგ საქმის ამგვარი წარმოება არამედ უკრაინის ოპოზიციის სხვა წევრების და ყოფილი მაღალჩინოსნების დევნა. ეს კი ოფიციალური ვაშინგტონის აზრით, ეჭვის ქვეშ აყენებს უკრაინის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი დამოკიდებულაბას.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის მიზანსწრაფვას დემოკრატიული და მდიდარი ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელად და ერთგული რჩება საზიარო ღირებულებებისა და საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობა განამტკიცოს.“

ამასთან, უკრაინა აღნიშნულ მიზანს ვერ მიაღწევს დემოკრატიული სისტემის განვითარებისა და ყველა მოქალაქისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის გარეშე.

სწორედ ამ მიზნებისთვის, ამერიკა უკრაინას მოუწოდებს გაათავისუფლოს იულია ტიმოშენკო და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერ კანდიდატებს უკრაინაში შეუზღუდავი უფლებები უნდა მიეცეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში და განსაკუთრებით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწლეობის მიზნით.

2010 წელს, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროპული ინტეგრაცია მისი ადმინისტრაციის უმთავრეს მიზნად დასახა. და მაინც, ევროპელი ლიდერები დღეს ტიმოშენკოს გასამართლებას გმობენ და ეჭვის ქვეშ აყენებენ უკრაინის მთავრობის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალეობის, ისევე როგორც უკრაინის კანდიდატურის მიზანშეწონილებას 2013 წელს ეუთოს თავმჯდომარის პოსტზე.

ამავე კონტექსტში, ამერიკა მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას შესაბამისად მოეკიდოს იმ შეშფოთებას, რომელიც ბევრ ქვეყანაში უკრაინის დემოკრატიული სტანდარტების გაუარესების ირგვლივ შეინიშნება.

XS
SM
MD
LG