ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბა დისიდენტებს შეიწყალებს


ოფიციალური ვიზიტით ჰავანაში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი დომენიკ მამბერტი იმყოფებოდა

კუბა დისიდენტებს შეიწყალებს
კუბა დისიდენტებს შეიწყალებს

კუბის კათოლიკური ეკლესიის განცხადებით, მძიმე ავადმყოფ პოლიტიკურ პატიმარს დღეს ციხიდან გაათავისუფლებენ. დანარჩენ 6 დისიდენტს კი მათ მშობლიურ პროვინციებთან ახლოს მდებარე ციხეებში გადაიყვანენ.

ჰავანას კარდინალის ოფისი იუწყება, რომ არიელ სიგლერს, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია, 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

სიგლერი და დანარჩენი 6 დაკავებული, 70 კაციანი ოპოზიციური ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც 2003 წელს დააპატიმრეს.

ინფორმაცია სიგლერის გათავისუფლებისა და დანარჩენების სხვა ციხეებში გადაყვანის შესახებ კუბაში მას მერე გავრცელდა, რაც ოფიციალური ვიზიტით ჰავანაში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი დომენიკ მამბერტი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG