სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირებისას სირიის რამდენიმე სოფელში 6 ადამიანია დაშავებული. მათივე თქმით, შეტაკება იდლიბის პროვინციაში დღეს მოხდა. ადამიანთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ქალაქ ჰამაში ჯარისკაცებმა 20 ადამიანი დააპატიმრეს. სირიაში ამბოხების დაწყების შემდეგ ჰამაში ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია პარასკევს ჩატარდა. დემონსტრაციის შემდეგ პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ჰამას გუბერნატორი სამსახურიდან დაითხოვა.
პოპულარული
1