ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ტრეფიკინგმა იმატა


განვითარებად ქვეყნებში 270,000 ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლია.

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 2.5 (ორ მილიონ) ნახევარი ადამიანი იძულებით სამუშაოს ასრულებს, რაც ტრეფიკინგის შედეგს წარმოადგენს. მსგავს ფაქტებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვაწყდებით.

განვითარებად ქვეყნებში 270,000 ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლია. რაც შეეხება სუბ-საჰარის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილო აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს, იქ ეს მაჩვენებელი ასობით ათასს აღწევს.

კინგის კოლეჯთან არსებული ლონდონის ფსიქიატრიული ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის წევრი ორამ ლედი შემდეგს აღნიშნავს:

„ბოლო დროს წარმოებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ტრეფიკინგში მონაწილე ქალებს უმეტესწილად სექსუალური ძალადობის მიზნით იყენებენ. ამ დროს მათზე არა მარტო სექსუალური, არამედ ფიზიკური ძალადობაც ხორციელდება, რის გამოც მათ ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნებათ.“

მამაკაცების უმრავლესობა ტრეფიკინგის მსხვერპლად თევზჭერის იძულებითი ან საველე სამუშაობის შესრულების დროს ხდებიან. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი შესაძლოა შეიარაღებულ დაჯგუფებებში გაწევრიანებით, სექსუალური ძალადობის ანდა ნარკოტიკების არალაგელური ვაჭრობის შემთხვევბისას აღმოჩდნენ ტრეფიკინგის მონაწილენი.

ზოგადად, ტრეფიკინგის მონაწილეთა უმრავლესობა ადვილად აღგზნებადი, შიშებისა და ტრამვის შედეგად მიღებული სტრესული დაავადებების მატარებლენი არიან.

ექსპერტი ორამის განცხადებით, მნიშვნელოვანია კონკრეტულად განისაზღვროს თუ რა სახის უკუშედეგს იძლევა ტრეფიკინგი მამაკაცებსა და ბავშვებში:

„ვფიქრობ, საჭიროა კვლევამ ტრეფიკინგის შედეგად მიღებული ტრამვების განსხვავება მოახდინოს მამაკაცებსა და ბავშვებში. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ მკვლევარები შესაბამის ორგანიზაციებს დაუკავშირდებიან, რომლებიც ტრეფიკინგით დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებიან. მათ ასეთ მოვლენებზე ნამდვილად ექნებათ გარკვეული დაკვირვება. “

აღნიშნული კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა მეტი ინფორმაციის დამუშავება იმისათვის, რომ ტრეფიკინგით დაზარალებულ ადამიანებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაავადებების რისკის ფაქტორები შემცირდეს.

XS
SM
MD
LG