ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ფოტოგრაფთა თვალით დანახული იაპონია


იაპონიაში ფუკუშიმა-დაიჩის ატომური სადგურის მახლობლად არსებული ტერიტორია თითქმის აღარ არსებობს.

იაპონია ერთი წლის თავზე მომხადარი სტიქიის ზარალს დღემდე ითვლის. ფოტოგრაფი ნიკ უტი საკუთარი დაკვირვების საფუძველზე აღნიშნავს, რომ კუნძულის უდიდესი ნაწილი, სადაც მიწისძვრა და ცუნამი მოხდა, მთლიანად განადგურებულია.

“აქ აღარც ცხოველებია და არც ფრინველები. ვათვალიერებ რა ჩემს მიერ გადაღებულ სურათებს, მიჭირს სიცოცხლის ნიშანწყლის დანახვა."

ფოტოგრაფს მსგავსი უბედურება ადრეც უნახავს. იგი ვიეტნამში დაიბადა. ვიეტნამის ომის დროს კი ფოტო კამერით ხელში, ბრძოლის წინა ხაზზე იყო და ომის ამსახველ ფაქტებს აშუქებდა.

1972 წელს მან 9 წლის გოგონას უჩვეული სურათი გადაიღო, რომელიც საკუთარი სოფლიდან ბომბემის აფეთქებას გამოექცა. მოგვიანებით, ეს ფოტო, პულიცერის პრიზით დაჯილდოვდა. თუმცა ნიკ უტის პროფესიული წარმატება ამით არ დამთავრებულა. მან მუშაობა ტოკიოში სეულსა და ჰანოიში გააგრძელა. ახლა იგი, ლოს-ანჯელესში, საინფორმაციო საშუალებების ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფია.

მარკ ედვარდ ჰარისმა ჩრდილოეთ კორეაში, ირანსა და ასევე იმ ადგილებში, სადაც დასავლეთის ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს იშვიათად წყალობენ, ადამიანთა ცხოვრება ფირზე აღბეჭდა. მან იაპონიის სახელგანთქმულ მწველ გაზაფხულზე წიგნიც გამოსცა. ავტორის თქმით იაპონიაში ფუკუშიმა-დაიჩის ატომური სადგურის მახლობლად არსებული ტერიტორია თითქმის აღარ არსებობს. ამ ადგილას ჰარისიმა, იაპონელ და უცხოელ მოხალისეებთან ერთად, ცხოველების გადარჩენისათვის ბრძოლაც დაიწყო. ისინი მიტოვებულ ცხოველებს კვებავდნენ:

“ამით ცხოველებს ვშველოდით; რადიიაციის მაღალი დონის მიახლოებას კი, რადიაციის გამზომი ხელსაწყოს მეშვეობით ვიგებდით.”

საზღვაო პარკ აქვამარინ-ფუკუშიმას საიმდეო ნაპერწკალი კიდევ შერჩენია. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის მცენარეებისა და ცხოველების 90 პროცენტზე მეტი რადიაციამ გაანადგურა, ქვირითად მყოფმა თევზებმა გადარჩენა მაინც შეძლეს.

პარალელურად, ფოტებზე სხვა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ელემენტებსაც შეხვდებით. მათ რიცხვშია სულ ახლახანს ხელმეორედ გახსნილი ჰავაის თემატიკაზე შექმნილი კლუბი, რომელიც თავისი ცნობილი ცეკვებით, ტურისტებს მაცუშიმაში იზიდავს. ეს ადგილი ცუნამიმ ყველაზე მეტად დააზიანა, რადგან იგი კუნძულის ყურეს ირგვლივ იყო მოქცეული.

ფოტოგრაფი ნიკ უტი კი აღტაცებას ვერ მალავს, როცა სტიქიისაგან განადგურებული სანაპიროს შემდეგ, ტოკიოში ჩასული, ხალხით სავსე ქუჩებსა და გზებზე უამრავ ტრანსპორტ ხედავს. ეს კი, ქვეყნის სამომავლო განვითარების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს, რომელსაც ხელს ვერც მძვინვარე სტიქია უშლის.

XS
SM
MD
LG