ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მას შემდეგ, რაც 2010 წელს ამბოხების შედეგად პრეზიდენტი კურმანბეკ ბაკიევი ჩამოაგდეს, ეს ყირგიზეთში პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო, სადაც 15 კანდიდატი მონაწილეობს. წინასწარი სოციოლოგიურ გამოკითხვებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალმაზბეკ ატამბაევი ლიდერობს. მისი მთავარი მეტოქეები კი განდევნილი პრეზიდენტის ყოფილი საგანგებო საქმეთა მინისტრი კამჩიბეკ ტაშიევი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ადახან მადუმაროვი არიან. არჩევნების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.