ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში


საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში
საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში

გასული წლის 8 ივნისს შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც ავთანდილ დემეტრაშვილი ხელმძღვანელობს.

საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში
საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში

უკვე ერთი წელი გავიდა,რაც საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმა მიმდინარეობს. გასული წლის 8 ივნისს შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც ავთანდილ დემეტრაშვილი ხელმძღვანელობს და თითქმის იმავე დროს დაარსდა და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პროექტი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს არ პასუხობს.

რით განსხვავდება სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებული ქვეყნის მოწყობის მოდელი საზოგადოებრივი კომისიის მიერ მომზადებული მოდელისგან ?

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ლია მუხაშავრიას თქმით, საზოგადოებრივი კომისიის ამოცანა იყო, პროექტი თავიდანვე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეხმიანებოდა :

” ჩვენი მოდელი არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, სახელმწიფო კომისია ამბობს, რომ მათ აქვთ შერეული მოდელი. ჩვენც გვყავს პრეზიდენტი ჩვენს მოდელში და მათაც, მაგრამ ჩვენს მოდელში პრეზიდენტი არის ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებით. ის არ არის ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს სათავეში ყველაზე დიდი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, არამედ ის არის უფრო მეტად იმისთვის, რომ კრიზისულ სიტუაციაში მიიღოს გადაწყვეტილება და დაარეგულიროს კრიზისი”.

საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ თავისი მოსაზრებები , ღია წერილი გადასცა საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს პირადი შეხვედრის დროს თბილისში 5 ივლისს. ღია წერილში ნათქვამია, რომ ნამდვილი საკონსტიტუციო რეფორმა უნდა უზრუნველყოფდეს :

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას;

პარლამენტის დამოუკიდებლობას პრეზიდენტისა და მთავრობის ნებისაგან;

მოსახლეობისთვის მინიმალური სოციალური და შრომითი გარანტიების შექმნას;

კერძო საკუთრების ხელსეუხებლობას და დაცვას და ა.შ.

ლია მუხაშავრიას ”ამერიკის ხმამ” კიდევ ერთი კითხვით მიმართა:

რატომ საჭიროებს საქართველოს კონსტიტუცია ასეთ ხშირ ცვლილებებს?!

ცნობილი იურისტის თქმით, 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელის, მეტნაკლებად დაბალანსებული. მაგრამ, მისივე თქმით 2004 წლის თებერვლის ცვლილებების შემდეგ ბალანსი სერიოზულად დაირღვა.

XS
SM
MD
LG