ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა


კადაფი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა
კადაფი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ, რომელიც აფრიკული ქვეყნების ლიდერების დელეგაციასთან ერთად ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში იმყოფება განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერმა მოამარ კადაფიმ მიიღო მათი გეგმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

გეგმა გულისხმობს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოლაპარაკებას მთავრობასა და მეამბოხეებს შორის, უცხოელების დაცვას ლიბიაში და მოსახლეობისადმი ჰუმანიტარული დახმარების გაფართოვებას. დღეს ზუმა და აფრიკული კავშირის ქვეყნების დელეგაციის წევრები მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ქალაქ ბენღაზიში მიემგზავრებიან, რათა მეამბოხეების ლიდერებს გააცნონ ეს გეგმა. თავის მხრივ მეამბოხეები აცხადებენ, რომ ისინი კადაფის მმართველობის დასრულებას ითხოვენ. ზუმამ ამის პარალელურად ნატოს მოუწოდა შეწყვიტოს ავიადარტყმები სამთავრობო ობიექტებზე. ნატოს ავიადარტყმების შედეგად სამთავრობო ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ აჯდაბიადან. როგორც ნატო აცხადებს აჯდაბიას შორიახლოს განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურებულია სამთავრობო ძალების 11 ტანკი.

XS
SM
MD
LG