ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიქრი კატასტროფის შემდეგ


ფიქრი კატასტროფის შემდეგ
ფიქრი კატასტროფის შემდეგ

არასამთავრობო სექტორი შეერთებულ შტატებში ბირთვული რეაქტორების შემოწმებას ითხოვს

იაპონიის კრიზისმა მსოფლიოში უსაფრთხო ბირთვული ენერგიის შესახებ დებატების დაწყებას შეუწყო ხელი. ამ თემას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლორელ ბოუმანი აშუქებდა. მიწისძვრამ და ცუნამმა იაპონიაში უზარმაზარი ნგრევა და უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია. ახლა კი შემდგომი საფრთხე ბირთვული გაჟონვაა. მოსახლეობა მოვლენების განვითარებას შიშით აკვირდება.ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგური გაჩერებულია. რეაქტორები მწყობრიდან გამოვიდა, რისი შედეგიც რადიაციის გაჟონვა ხდება. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და განუცხადა რადიაციის დონეზე შესაძლოა მაღალი იყოს. მთავრობამ ატომური სადგურის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. იაპონიაში მომხდარმა კატასტროფამ ამერიკაში წარმოშვა დებატები ბირთვული რეაქტორების უსაფრთხოების შესახებ.

„ამერიკელი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამერიკა მკაცრად დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს ადგილზე და გარწმუნებთ, ჩვენი ბირთვული ელექტროენერგია უსაფრთხოდ მოქმედებს,“ - განაცხადა შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანმა სტივენ ჩუმ.

ამ აზრს ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან, თუმცა ასევე ფიქრობენ, რომ ამერიკელები უარესი მდგომარეობისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

„რასაკვირველია იაპონელები ყველაზე კარგად იყვნენ მომზადებული მიწისძვრისთვის და ცუნამისთვის, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა, ამდენად უნდა დაიწყოს რისკების და საფრთხეების ხელახალი განხილვა,“ - ამბობს ექსპერტი კევინ კემპსი.

ის იმ არასმთავრობო ანალიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ბირთვული და ატომური ენერგიის უსაფრთხოებას აკვირდება. კევინ კემპსი შეერთებულ შტატებში 20-ზე მეტი ატომური ელექტროსადგურისთვის ლიცენზიის გაგრძელების წინააღმდეგია. ენერგეტიკის და გარემოს კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი არჯუნ მახიჯანი კი ამერიკაში სანაპირო ზოლებსა და სეისმურ ზონებში მოქმედი ბირთვული სადგურების შემოწმებას მოითხოვს. ის ასევე ცდილობს გაიგოს, თუ ვინ გადაიხდის ზარალის საზღაურს ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში. მისი აზრით, ეს თანხა ასობით მილიარდ დოლარს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG