ძლიერი ყინვების გამო ევროპაში დახურულია აეროპორტები, თანამედროვე გზატკეცილები, შეფერხებით მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტი.
დიდი თოვლის გამო დაიხურა მსოფლიოს ერთერთი უდიდესი, ლონდონის "ჰიტროუს" აეროპორტი. დღეს ფრანკფურტის აეროპორტმა, ამავე მიზეზის გამო 500-მდე ფრენა გააუქმა.
ამ შეფერხებების შედეგად, ათასობით ადამიანია გზაში გაჩხერილი. საგანგებო ვითარებაა შექმნილი ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და იტალიაში.