ნატოს სარდლობის განცხადებით, აღმოსავლეთ ავღანეთში მეამბოხეებმა კოალიციის ექვსი მანქანისგან შემდგარ კოლონას რაკეტა ესროლეს.
ქუნარის პროვინციაში მომხდარ შეტევაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო მოძრაობა თალიბანმა. ბოლო დროს აღმოსავლეთ ავღანეთის რეგიონი თალიბებსა და კოალიციის სამხედრო ძალებს შორის მწვავე შეტაკებების ადგილად იქცა.
კოალიციის სარდლობის განცხადებით, კვირას მომხდარი ბრძოლის დროს, ნატოს სამხედროებმა 5 ჯარისკაცი დაკარგეს.
ასევე კვირას სამხრეთ ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად კოალიციის ორი ჯარისკაცი გარდაიცვალა.