ბრიტანული ნავთობკომპანიის „ბრითიშ პეტროლიუმის“ პროექტი რუსულ ნავთობკომპანიასტან ერთად არქტიკის შელფის გამოკვლევის თაობაზე, ჩავარდა. „ბიპი“ რუსეთის „როსნეფტთან“ 7,8 მილარდი დოლარის ღირებულების პროექტის შესახებ აწარმოებდა მოლაპარაკებას და ამ პროექტის მიზანი ჩრდილოყინულოვან ოკეანეში ნავთობის და გაზის საბადოების გამოკვლევა იყო. „როსნეფტის“ განცხადებით, ისინი ამ პროექტის განხორციელებისთვის ახალ პარტნიორს მოძებნიან.
ამავე თემაზე
პოპულარული
1