ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელფასი საქართველოში აქვს მხოლოდ 610 ათას კაცს


2012 წელს საქართველოში ეკონომიკის 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი.

დასაქმება, კვალიფიკაციის ამაღლება და შრომითი ძალის კონკურენტუნარიანობა არის იმ პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია ატარებს, აცხადებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. მინისტრის თქმით აგვისტოს ომის შემდეგ 2009 წელს საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი კრიზისი განიცადა, თუმცა 2011 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. 2012 წელს დაგეგმილია 5%-იანი ზრდა. სიღარიბე რომ დაიძლიოს, აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის ზრდა იყოს მდგრადი, რასაც შედეგად მოჰყვება ახალგაზრდების დასაქმება.

რა არის საჭირო საქართველოში ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის? - ამ კითხვაზე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს:

” იმისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე იქნას ამოქმედებული და შესაძლებელი იყოს იმ რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომელიც დღეს საქართველოშია. პირველ რიგში ადამიანურ რესურსზეა საუბარი, რადგან ადამიანური რესურსი, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრეა , ჩამოცილებულია დღეს ქვეყნის განვითარების პროცესს. ხელისუფლება სპეციფიურად უყურებს ყველაფერ ამას, თავისი კრიტერიუმები აქვს. ის აკეთებს აქცენტს ისეთ მოდელზე, როგორც სახელმწიფო კორპორაცია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია."

მაინც რაც გულისხმობთ?

სახელმწიფო , როგორც კორპორაცია. ანუ იმ პრინციპებით სახელმწიფოს მართვა, როგორითაც კორპორაცია იმართება. კორპორაცია კი მოგეხსენებათ დამფუძნებელთა გარკვეული ვიწრო წრის კუთვნილებაა. სხვა დანარჩენი ან დაქირავებულია, ან უბრალოდ კლიენტია, რომელმაც უნდა შეიძინოს შენგან რაიმე, მეტი შენ არანაირი ფუნქცია მათ მიმართ არანაირი ვალდებულება არ გაგაჩნია. სახელმწიფოები ამ გზით ფეხზე არ დგება. ყველაზე ეფექტური საქართველოს პირობებში იქნება ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მოდელი, როდესაც სახელმწიფოს ბაზისური ფუნქციები განსაკუთრებული პასუხიმგებლობით, განსაკუთრებული პროფესიული და პასუხისმგებლობითი მიდგომებით იქნება რეალიზებული.”

ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქართული ეკონომიკის განვითარებას ინვესტიციების მოზიდვით და ტურიზმის განვითარებით . დემურ გიორხელიძის აზრით, ტურიზმით აშენებული ქვეყანა ვერ იარსებებს. ”ეს არის ქვეყანა, რომელიც დგას ძალიან ვიწრო, წვრილ ფეხებზე. თუ კრიზისული სიტუაცია შეიქმნა რეგიონში ან მსოფლიოში ეს წვრილი ფეხები ძალიან ადვილად გადატყდება, რაც საერთაშორისო ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმაც აჩვენა.

დღევანდელი წარმოების დონე, დღევანდელი მრავალი პარამეტრი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის 90-ი წლის დონესთან შედარებით. მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში არაერთმა სახელმწიფომ გაცილებით შორს გადადგა ნაბიჯი. ჩვენ კი ჯერ იმ დონემდეც არ მივსულვართ. მართალია, ეს ყველაფერი თითქოს რაღაც მაჩვენებლებში მაკროეკონომიკური, ინტეგრარულ ჯამურ მაჩვენებლებში რაღაც ცვლილებებს უკეთესობისკენ ასახავს იგივე მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ წლის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის და მომსახურეობის საერთო მოცულობა, თითქოს და იზრდება, მაგრამ რეალურ ფასებში თუ შევადარებთ ზრდას, ფაქტიურად არ არის ზრდა, რომლითაც შეიძლება იამაყო. ბოლო წლებში ინფალაციის მაღალმა დონემ, ფასების არანორმალურმა ზრდამ, როდესაც ადამიანების შემოსავლებს არაფერი არ დატყობია, გარდა ვიწრო წრის შემოსავლებისა. საშინელი მდგომარეობაა ეროვნული სიმდიდრეების გადანაწილების თვალსაზრისით, უმუშევრობის ძალიან მაღალი პროცენტი, მწირი შემოსავლები.. წარმოიდგინეთ, ხელფასი საქართველოში აქვს მხოლოდ 610 ათას კაცს. ამაში შედის სახელმწიფო აპარატიც, შედიან უცხოელები, რომლებიც აქ არიან, ამაში შედის ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანები, სადაც 400 ათას კაცამდეა სულ კერძო სექტორში დასაქმებული. საშინელი სიტუაციაა მცირე და საშუალო ბიზნესში, რომელიც იგნორირებული იყო წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ. მაშინ, როცა მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისათვის, რადგან დასაქმების უზრუნველმყოფი არის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი. ჩვენ თუ არ დავაყენეთ ფეხზე მცირე და საშუალო ბიზნესი, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია.”

XS
SM
MD
LG