ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. როგორც მან განაცხადა თურქეთი არ დაუშვებს სომხების მიერ აზერბაიჯანის უფლებების ხელყოფას, თუმც იგი ყოველთვის დაიცავს თურქეთში მცხოვრები სომხების უფლებებს. როგორც ერდოღანმა განაცხადა თურქეთსი დღეს 100 000-ზე მეტი სომეხი ცხოვრობს. აქედან 70 000-ზე მეტი თურქეთის მოქალაქეა. როგორც მან აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობა მონდომებულია დაიცვას თურქეთში სომეხთა უფლებები თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა სულ სხვა საკითხია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება თუ გამონახავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზებს. ერდოგანმა მინსკის ჯგუფს მოუწოდა დროულად მოაგვაროს ეს პრობლემა. ერდოღანმა სომხურ დიასპორას დასდო ბრალად ამ რეგიონალური კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისადამი ხელის შეშლა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ დაუშვებს სომხების მიერ აზერბაიჯანის უფლებების ხელყოფას, თუმც იგი ყოველთვის დაიცავს თურქეთში მცხოვრები სომხების უფლებებს.
პოპულარული
1