პაკისტანში უმცირესობაში მყოფი ქრისტიანები და ადამინის უფლებათა დაცვის აქტივისტები პროტესტის ნიშნად პაკისტანის ქუჩებში გამოვიდნენ. ისინის პაკისტანის ერთადერთი ქრისტიანი მინისტრის მკვლელობას აპროტესტებენ. ქვეყნის რელიგიურ უმცირესობათა მინისტრი შაჰბაზ ბჰატი ოთხშაბათს საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. შაჰბაზ ბჰატი პაკისტსანში არსებულ ღვთისგმობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონის შესაბამისად ყველას, ვინც მუჰამედს, ყურანს, ან ისლამს შეურაცხყოფს, სიკვდილით დასჯა, ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პრემიერ-მინისტრმა იოსუფ რაზა გილანიმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ ყველაფერს იღონებს იმისათვის, რათა პაკისტანში ტერორიზმი და ექსტრემიზმი აღმოიფხვრას. პასუხისმგებლობა მომხდარისათვის თალიბებმა და ალყაიდამ იკისრა. მათი განცხადებით ბჰატი მათ ღვთისგმობის კანონის წინააღმდეგ გამოსვლისათვის მოჰკლეს.
პაკისტანში უმცირესობაში მყოფი ქრისტიანები და ადამინის უფლებათა დაცვის აქტივისტები პროტესტის ნიშნად პაკისტანის ქუჩებში გამოვიდნენ. ისინის პაკისტანის ერთადერთი ქრისტიანი მინისტრის მკვლელობას აპროტესტებენ.
პოპულარული
1