ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონმდებლობა მექსიკის ყურეში დაზარალებულთა დასახმარებლად


კანონი ითვალისწინებს 1851 და 1920 წლების კანონმდებლობებში ცვლილებების შეტანას.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა აპრილში მექსიკის ყურეში წყალქვეშა ჭაბურღილზე მომხდარი აფეთქების შედეგად მოკლულ ან დაშავებულ პირთა ოჯახების დასახმარებლად.

გუშინ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს 1851 და 1920 წლების კანონმდებლობებში ცვლილებების შეტანას. ხსენებული კანონმდებლობები განსაზღვრავს ზღვაში დაღუპული პირებისთვის კომპენსაციის გადახდას. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონმდებლობა სენატშიც უნდა დამტკიცდეს.

მიღებული კანონმდებლობის თანახმად დაღუპულ ან დაშავებულ პირთა ოჯახები არაფულადი კომპენსაციის მიღების უფლებას მიიღებენ.

XS
SM
MD
LG