იაპონიაში სამხედრო შვეულმფრენებს იყენებენ იმისათვის, რომ ფუკუშიმას დაიჩის ატომური ელექტროსადგურის გადახურებული რეაქტორების გასაგრილებლად ზღვის წყალი გამოიყენონ. ამას გარდა იაპონელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად რეაქტორების შორიახლოს განალაგეს სახანძრო ავტომობილები, რომლებიდანაც წყლის ჭავლს მიმართავენ რეაქტორებისკენ. დღეს აშშ-ს პრეზიდენტიო ბარაკ ობამამ იაპონიის პრემიერ-მინისტრს ნაოტო კანს სატელეფონო საუბარში დახმარება შესთავაზა. როგორც აშშ-ს ბირთვული საკითხების რეგულაციის კომისიის თავმჯდომარემ გრეგორი ჯეცკომ განუცხადა ამერიკელ კანონმდებლებს ფუკუშიმას ელექტროსადგურზე გაგრილების სისტემა სრულიად გამოირთო. აქედან გამომდინარე რადიაციის დონე სულ უფრო მატულობს. ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მდგომარეობა როგორც ძალზე სერიოზული ისე შეაფასა.
იაპონიაში სამხედრო შვეულმფრენებს იყენებენ იმისათვის, რომ ფუკუშიმას დაიჩის ატომური ელექტროსადგურის გადახურებული რეაქტორების გასაგრილებლად ზღვის წყალი გამოიყენონ.
პოპულარული
1