ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი და ირანი აღლოაღმოსავლეთში გავლენისთვის იბრძვიან


თურქეთი და ირანი აღლოაღმოსავლეთში გავლენისთვის იბრძვიან
თურქეთი და ირანი აღლოაღმოსავლეთში გავლენისთვის იბრძვიან

ახლო აღმოსავლეთში ირანი ყოველთვის თავს წარმოაჩენდა პალესტენელთა მხარდამჭერ ქვეყანად.ანალიტიკოსების განცხადებით ღაზას ფლოტილიის ინცინდენტის შემდეგ თურქეთმა ერთგვარად თავის თავზე გადაიტანა მთელი ყურადღება. მათივე თქმით თურქეთი ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ირანს რეგიონში გავლენის ხელში ჩასაგდებად.

როდესაც თურქეთიდან ღაზას სექტორის მიმართულებით დაძრულ ჰუმანიტარულ მისიას ისრაელის საზღვაო ქვეითები დაესხნენ თავს, თურქეთმა მკაცრად დაგმო მომხდარი ფაქტი. ირანმა კი კრიტიკა დააყოვნა. კერძო ანალიტიკური ფირმის სტრატფორის ექსპერტი რევა ბალა აცხადებს, რომ ირანი ძალზედ უკმაყოფილოა თურქეთის მსგავსი აქტივობით.

- ირანს არ მოსწონს თურქეთის მიერ ინიციატივის ხელში ჩაგდება, თეირანი უკვე მრავალი წელია ცდილობს პალესტინელთა ჭეშმარიტი მხარდამჭერის როლი შეასრულოს, მაშინ როდესაც დანარჩენ მუსლიმანურ სამყაროს უმოქმედობაში ადანაშაულებს. აცხადებს ქალბატონი რევა ბალა.

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი მოუწოდებს ისრაელის სახელმწიფოს გაუქმებისკენ. ამასთან ირანი პალესტინის მთავარ მხარდამჭერად მოიაზრება. სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში, ნიკოლას ბერნსის თქმით, ირანის მიერ პალესტინის მხარდაჭერა უფრო მეტად სიტყვიერია ვიდრე ქმედითი.

ჩემის აზრით, ირანი საკმაოდ თვალთმაქცურად იქცევა, პალესტინელების დასახმარებლად მას არასდროს არაფერი გაუკეთებია. სამაგიეროდ ხშირად ხმამაღალი განცხადებებით გამოდის, რაც არაბულ სამყაროში საკუთარი თავის განმტკიცებას ემსახურება. აცხადებს ნიკოლას ბერნსი.

ისრაელის სახელმწიფოებრიობის საკითხის მიმართ განსახვავებული დამოკიდებულება აქვს როგორც თეოკრატულ ირანს, ისე სეკულარულ თურქეთს. თურქეთი იყო პირველი მუსლიმანური სახელმწიფო რომელმაც აღიარა ისრაელი როგორც ქვეყანა. ამასთან ისრაელი თურქეთისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელია. მხარეებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2009 წელს თურქეთმა დაგმო ისრაელის მიერ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების დაწყება.

ანალიტიკოსის რევა ბალას განცხადებით , ღაზას სექტორის ბლოკადის გარღვევა კიდევ უფრო გაართულებს ისრაელისა და აშშ-ის მდგომარეობას.

ისრაელის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ღაზას სექტორის ბლოკადა. იმ შემთხვევაში თუ ისრაელი დათმობს პოზიციებს , მაშინ რეგიონში ძალთა ბალანისის გადანაწილება მოხდება, რასაც არაბულ სამყაროში თურქეთის გავლენის გაზრდა მოჰყვება.

მეორეს მხრივ თუ ისრაელი უფრო მკაცრ პოზოციას დაიჭერს, შესაძლებელია ამან აშშ-ის მხარდაჭერა რისკის ქვეშ დააყენოს. ცდ

ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ირანი და თურქეთი რეგიონში გავლენისთვის იბრძვიან. სადამ ჰუსეინის პერიოდში ერაყი ირანის მთავარ მეტოქედ ითვლებოდა, მაგრამ 2003 წელს , ამერიკის ერაყში შეჭრის შემდეგ პირველობა ირანის მხარეს გადაიხარა.

არაბული სახელმწიფოებისთვის მთავარ საშიშროებას ირანის სამხედრო ძალის მზარდი პოტენციალი წარმოადგენს. ამასთან არაბული სახელმწიფოები არ ენდობიან ირანს. , თანაც არაბული სახელმწიფოს დამოკიდებულება თეირანის მიმართ არ იცვლება, მიუხედავდ იმისა რომ ის პალესტინის მხარდაჭერაზე ხშირად საუბრობს. .აცხადებსბატონი ბერნსი.

ექსპერტები მიიჩნევენ , რომ ღაზაში მომხდარი ინცინდენტი შეანელებს აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ გაეროს ახალი სანქციების დაწესების ძალისხმევას. გაეროს უშიშროების საბჭოს ყურადღება ახლა ღაზას ინიცინდენტზე გადაერთო. თურქეთმა და ბრაზილიამ ირანთან რამდენიმე ხნის წინ შეთანხმაბას მიაღწიეს , დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის თურქეთში გადაგზავნაზე. ანალიტიკოსების განცხადებით, ეს თურქეთის მხრიდან გავლენის განმტკიცების ერთგვარი გამოხატულებაა. თავის მხრივ აშშ-მა ხელშეკრულებას მხარი არ დაუჭირა არაადექვატურობის გამო და ირანის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG