ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზას სექტორზე რამდენიმე იერიში მიიტანეს. დაჭრილია ორი ადამიანი. თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჰამასის მებრძოლებმა სამხრეთ ისრაელზე რამდენიმე რაკეტა და ნაღმტყორცნი გაისროლეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ისრაელის სამხედროების განცხადებით, პარასკევს სამი საჰაერო დარტყმა ღაზას მიმართულებით ღაზა- ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ, მიწისქვეშა გვირაბებზე განხორციელდა. მათივე განცხადებით, ზემოხსენებული გვირაბების საშუალებით, მეამბოხეებს იარაღი და სხვა საქონელი გადააქვთ პალესტინის ტერიტორიაზე. ისრაელ-პალესტინას შორის ცეცხლის გაცვლა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში გახშირდა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის 2009 წლის იანვრიდან სიტყვიერი ზავია დადებული.