შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა მემუარები გამოაქვეყნა, რომლის გაყიდვაც ქვეყანაში დღეიდან დაიწყება.
წიგნში სათაურით „გადამწყვეტი მომენტები“ ჯორჯ ბუში თავისი პრეზიდენტობის პერიოდის წინააღმდეგობებსა და ერაყის ომს იხსენებს. მისი თქმით, მას სინანაულის განცდა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის პოვნა ვერ შეძლო, რაც ამერიკის არმიის ერაყში შეჭრის მთავარი საბაბი იყო.
თუმცა ტელეკომპანია „ენბისისსთან“ ინტერვიუში ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყში შეჭრა სწორი გადაწყვეტილება იყო და მას ამასთან დაკავშირებით, სინანულის განცდა არ აქვს.
ბუშის თქმით, ერაყელი მოქალაქეები სადამის გარეშე თავს უკეთ გრძნობენ. რაც შეეხება შეცდომებს, 64 წლის ჯორჯ ბუში, თავის მთავარ შეცდომად 2005 წელს ქარიშხალ კატრინას დროს მომხდარ კატასტროფაზე არასწორ რეაგირებას ასახელებს. ინტერვიუს დროს ჯორჯ ბუშმა თავის წიგნის შესახებ განაცხადა:
„მე განვიხილე რთული გადაწყვეტილებები ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი წარმატებები და შეცდომები ამ ბრძოლაში“ - განაცხადა ბუშმა.