ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი მოელით რუს ბავშვებს ამერიკაში?


რა ბედი მოელით რუს ბავშვებს ამერიკაში?
რა ბედი მოელით რუს ბავშვებს ამერიკაში?

ამერიკელი მშობლები, რომლებსაც 60 000მდე რუსი ბავშვი ჰყავთ ნაშვილები, აცხადებენ, რომ პატარები თავს ახალ სამშობლოში კარგად გრძობენ.

15 წლის დიმიტრი მილერისთვის რუს ბებიასთან და ბაბუასთან ყოველდღიურად, სკაიპით საუბარი აუცილებელი მოვლენაა. მილერების ოჯახს ტეხასის შტატის ქალაქ ჰანთსვილში ამერიკის ხმის კორეპსონდენტი გრეგ ფლაკუსი ესტუმრა:

დიმას თქმით, ნათესავებს მისი ხმის გაგონება ყველაფრს ურჩევნიათ და ის, რომ ამერიკაში თავს უსაფრთხოდ და ჯანმრთელად გრძნობს, მათ ყოველდღიურად უნდა შეახსენოს.

„ისინი მადლიერები არიან ,რომ ახლა ჩემს ახალ სახლში თავს კარგად ვგრძნობ.“

მისი 11 წლის და დაშა, 2009 წელს ამერიკაში ჩამოსვლისას, ინგლისურს სრულებით არ ფლობდა. თუმცა ახლა მხოლოდ უფროსი ძმის კარნახის იმედზეა, როცა რუსეთში რეკავს ან ინტერნეტში ესაუბრება შინ დარჩენილ ოჯახს.

დაშას და დიმას ამერიკელ მამას-ბობ მილერს მართლაც სურს, ბავშვებმა რუსეთში დარჩენილ ოჯახთან კავშირი არ გაწყვიტონ.

„ჩვენ მათ ახალ, ამერიკელ მშიბლებს მართლაც გვსურს, რომ ბავშვებმა თავიანთი სამშობლო, კულტურა არ დაივიწყონ. გვინდოდა, რომ მათ კავშირი არ გაეწყვიტათ ოჯახის დარჩენილ ნაწილთან. ჩვენ, ჩვენი მხრიდან არასდროს ვკარგავთ მათთან კავშირს, და ამის საშუალებას მობილური ტელეფონი და კომპიუტერიც გვიადვილებს, რომ არაფერი ვთქვათ პირად კონტაქტზე.“

მისი მეუღლე კარენი გვეუბნება, რომ შვილის აყვანა რუსეთში პირველი მოგზაურობისას გადაწყვიტეს, როცა შეიტყვეს, რომ 700, 000 ბავშვი მშობლის მზურნველობის გარეშე იყო დარჩენილი. აქედან, უმრავლესობას მშობლები ან დაღუპული ყავდა ან არადა პატარები უბრალოდ ბედის ანაბარა მიატოვეს.

კარენის თქმით, ბავშვები ასაკის მატებასთან და დამოუკიდებელი ცხორების დაწყებასთან ერთად, თვითმკვლელობის, ნარკოტიკებით გატაცებისა და დანაშაულის ზღვარზე იმყოფებიან.

დაშას ისინი ობოლ ბავშვთა თავშესაფარში წააწყდნენ და მოგვიანებით შეიტყვეს, რომ პატარა გოგოს უფროსი ძმაც ჰყავდა, რომელიც მას ძალიან უყვარდა.

ამერიკელმა წყვილმა ორივე ბავშვის აყვანა გადაწყვიტა.

„ჩვენ ბავშვებისთვის იმის ჩვენება გვინდოდა, რომ მათზე ძალიან ვზრუნავთ, უკვე ორივე ძალიან გვიყვარს და მათი შვილება გვსურდა.“

დაშას და დიმას რუსეთში მამა გარდაცვლილი ჰყავდათ. ინვალიდი დედის პირობებში, ორივე მთაგანი ბაბუის იმედზე ცხოვრობდა.

ბობ მილერის განცხადებით, ბავშვების აყვანის მომენტში ოჯახის წევრის, ამ შემთხვევაში ბაბუის თანხმობა გადამწყვეტი იყო.

„დიმასთან დალაპარაკების შემდეგ, ბავშვმა აგვიხსნა, რომ ბაბუის თანხმობა მისთვის მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბობი და კარენი რუსულს თითქმის არ ფლობენ, კარენი, რომელიც მუსიკის მასწავლებელია, რუსულ სიმღერებს სწავლობს. დიმას კი ობოლთა თავშესაფარში ინგლისურს ასწავლიდნენ და ენის მინიმალური დონე მისთვის თეხასში ჩამოსვლამდე ნაცნობი იყო.

მიუხედავად, ამერიკელი მშობლების მონდომებისა, ბავშვები პირველი რამდენიმე კვირა ამერიკაში გამოწვევად იქცა.

„ყველაზე მეტად ბავშვებს არა-ვერბალური კომუნიკაცია უადვილდებოდათ. ხშირად, ორივე მხარეს ურთიერთობაში სირთულე ან ემოციური პერიოდები გვიდგებოდა.

ბობი და კარენი იმედოვნებენ, რომ მალე ორივე ბავშვს რუსეთში სტუმრად მალე ჩაიყვანენ და სამშობლოსა და ნათესავების მონახულებით, პატარებს კიდევ უფრო გაუღრმავებენ ახალი მშობლების პატივისცემას.

გასულ წელს რუსეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ამერიკაში, რუსი მშობლებისგან აყვანილი ბავშვების უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ მექანიზმებს შეიცავს. რუსი ოფიციალური პირები ჯერ კიდევ ირწმუნებიან, რომ შეთანხმება დახვეწას საჭიროებს. ცალკეული პრობლემები ორმხრივად მართლაც ფიქსირდება, თუმცა ამერიკელი მშობლები, რომლებსაც 60 000მდე რუსი ბავშვი ჰყავთ ნაშვილები, მთლიანობაში აცხადებენ, რომ პატარები თავს ახალ სამშობლოში კარგად გრძობენ.

XS
SM
MD
LG