შეერთებული შტატების ბირთვული ენერგიის მარეგულირებელმა კომისიამ ახალი ბირთვული რეაქტორებისითვის ლიცენზია გასცა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა.
ამერიკის სამხრეთ კომპანიამ მარეგულირებელ კომისიას ჯორჯიის შტატში ორი ახალი რეაქტორის აშენების განცხადებით მიმართა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. შეერთებულ შტატებში ამჟამად 104 ბირთვული რეაქტორია, რაც მთელი ქვეყნის ელექტროწარმოების 20 პროცენტს შეადგენს.
უკანასკნელად ბირთვული რეგულაციების კომისიამ რეაქტორის ასაშენებლად ლიცენზია 1978 წელს გასცა, ერთი წლით ადრე სანამ პენსილვანიაში სამი მილის კუნძულზე მდებარე რეაქტორიდან ბირთული გაჟონვა მოხდებოდა.