ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთისათვის მისტრალის მიყიდვა საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის თაობაზე ამერიკას ხმას ინტერვიუ მისცა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ. მისი თქმით:
“პირველ რიგში აქ უნდა აიღნიშნოს ის ფაქტი, რომ როდესა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ რუსეთის აგრესიამდე გააკეთა განცხადება იმის თაბაზე, რომ თუ ისინი განიხილავდნენ საქართველოსა და უკრაინი ნატოში მიღების საკითხს, ეს საკითხი აუცილებლად ნდა ყოფილიყო შეთანხმებული რუსეთთან. სწორედ ამის გამო საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ახლანდელი განცხადება არ უნდა იყოს ჩვენთვის გასაკვირი. ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ განაცხადა, რომ იგი მისტრალით საზღვაო დესანტის გადასცმას არა სამი დღის განმავლობაში, არამედ ორმოც წუთში შესძლებდა. ეს განცხადება რუსეთმა გააკეთა სწორედ იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხედრო ხომალდები შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. აქედან გამომდინარე მისტრალი რუსეთისთვის ყოველთვის იქნება სხვა ქვეყნებზე ზეწოლის რეალური საშუალება.“ ნიკამ ასევე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის თავდაცვის მდივნის ერვე მორენის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის. ბატონი ნიკას თქმით რუსეთი სწორედ რომ არის საბჭოთა კავშირი, რადგანაც იგი საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს.