ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი მზადაა დათმობებზე წავიდეს


ისრაელის პრემიერ მინისტრის აზრით, კომპრომისებმა ქვეყნის უშიშროებას საფრთხე არ უნდა შეუქმნას.

ისრაელისა და პალესტინელების ლიდერები აცხადებენ, რომ დადგა დრო, როცა ორივე მხარემ განსხვავებული შეხედულებები გვერდზე უნდა გადადოს და საბოლოოდ მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა ისტორიულ დათმობებზე წავიდეს, თუმცა კომპრომისებმა ქვეყნის უშიშროებას საფრთხე არ უნდა შეუქმნას.

სამშვიდობო მოლაპარაკებებში პალესტინელების წარმომადგენელი საიბ ერეკატმა კი ისრაელის არმიის რადიოს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების დრომ ჩაიარა და ახლა გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული.

XS
SM
MD
LG