ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს


რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით ჩატარდა.

სომხეთის ძირითადი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ საჩივარს შეიტანს უზენაეს სასამართლოში იმ მიზნით, რომ კვირის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება დაამტკიცოს.

სომხეთის ეროვნულ კონგრესს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი უდგას სათავეში, 131 კაციან პარლამენტში მხოლოდ შვიდი ადგილი ერგო. მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ კი 68 მანდატი მოიპოვა.

სომხეთის ეროვნული კონგრესი რესპუბლიკელებს ხმების მოსყიდვაში, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და საარჩევნო ბიულეტენების გაყალბებაში ადანაშაულებს.

რესპუბლიკელების განცხადებით, არჩევნები დემოკრატიული გზით ჩატარდა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე მცირე დარღევევები დააფიქსირეს, თუმცა მათი მტკიცებით, სომხეთის არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.

2008 წელს, სადავო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სომხეთში ძალადობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG