ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტს კანონმდებლები უტევენ


პრეზიდენტი იძულებული გახდა ეპასუხა შეკითხვებზე, რომლებიც ინფლაციას და თეირანის მეტროს დაფინანსებას ეხებოდა.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კანონმდებელთა კრიტიკა მოიგერია. პარლამენტში დაკითხვაზე მისულ პრეზიდენტს პარლამენტართა შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია, რომლებიც მას ეკონომიკის არასწორ მართვასა და უზენაესი სულიერი ლიდერის აიათოლა ალ ხამანეის შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

აჰმადინეჟადის პარლამენტში გამოსვლას ირანელები ტელევიზიით პირდაპირ ეთერში უყურებდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის პარლამენტის წევრები პრეზიდენტს საკუთარი პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.

პროცედურა ერთი საათი გაგრძელდა და აჰმადინეჟადი იძულებული გახდა ეპასუხა შეკითხვებზე, რომლებიც ძირითადად ინფლაციას და თეირანის მეტროს დაფინანსებას შეეხებოდა.

XS
SM
MD
LG