ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჯადმა სამი მინისტრი გადააყენა


აჰმადინეჯადმა სამი მინისტრი გადააყენა
აჰმადინეჯადმა სამი მინისტრი გადააყენა

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა სამი მინისტრი გაანთავისუფლა სამსახურიდან. თანამდებობები დატოვეს ნავთობის, ბუნებრივი წიაღისეულის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ხელმძღვანელებმა.

ირანის მთავრობის რეფორმირების მიზნით განზრახულია მინისტრთა კაბინეტის წევრების შემცირება 21-დან 17-მდე.

ირანში კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ გადადო ერთ-ერთი განსასჯელისთვის განკუთვნილი განაჩენის აღსრულება. ამ პატიმარმა 2004 წელს თავის შეყვარებულს სახეში მჟავა შეასხა ცოლად გაყოლაზე უარის თქმის გამო. დაბრმავებული ქალის მოთხოვნით, დამნაშავეს შარიათის სამართლის შესაბამისად მსგავსი სასჯელი გამოუტანეს, თუმცა საერთაშორისო ამნისტიის პროტესტის გამო, ირანის ხელისუფლებამ გაურკვეველი ვადით გადადო განაჩენის სისრულეში მოყვანა.

XS
SM
MD
LG