სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე ოპოზიციის ლიდერის ალასანე ქუატარას მომხრეები ქალაქ აბიჯანს მიუახლოვდნენ, სადაც ყოფილი პრეზიდენტის ლორენ გბაგბოს მხარდამჭერები არიან გამაგრებულნი.
თვითმხილველთა განცხადებით, ოპოზიციონერებმა აბიჯანის ერთ-ერთი ციხიდან პატიმრები გაანთავისუფლეს. ამასობაში ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა ფილიპე მანგუმ სამხრეთ აფრიკის ელჩის საცხოვრებელ სახლს შეაფარა თავი ცოლშვილთან ერთად.