აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ეროვნული ვალის ზღვარს 1,2 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის.
ეს ზღვარი იმ თანხის მაქსიმუმი იქნება, რაც აშშ-ს მთავრობას ამ ეტაპზე შეუძლია ისესხოს.
პრეზიდენტმა ობამამ ამ განცხადებით კონგრესმენებს ხუთშაბათს მიმართა.
კონგრესს შეუძლია პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ გეგმაზე უარი ორი კვირის განმავლობაში განაცხადოს.