ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეაქცია ოსამა ბინ ლადენის სიკვდილზე


ცნობამ ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ მსოფლიოში ბევრ ადამიანს შვება მოგვარა. როგორც ალ-ყაიდას ლიდერის, ბინ ლადენის მემკვიდრეობა ტერორი და ძალადობაა, რაც დაიწყო ამერიკის სამხედრო ხომალდ „კოლზე“ თავდასხმით და გაგრძელდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებით.

„ეს თავდასხმები არ იყო თავდასხმა მხოლოდ ამერიკელებზე, თუმცა ჩვენ მძიმე დანაკარგები გვქონდა. ეს შეტევები მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ განხორციელდა,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

ფაქტობრივად ბინ ლადენის მსხვერპლთა უმეტესობა მუსულმანები იყვნენ. ამერიკელი მუსლიმი ლიდერები მათ შორის იყვნენ, ვინც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას მიესალმა.

მოჰამედ ელსანუსი ჩრდილოეთ ამერიკაში ისლამური საზოგადოების დირექტორია. მან განაცხადა, რომ უერთდება ყველა ამერიკელს და მადლობას უხდის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დანაპირების შესრულებისთვის და ოსამა ბინ ლადენის გასამართლებისთვის.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი სიკვდილი შვებას მოუტანს ყველა სარწმუნოების ოჯახებს და შეუმსუბუქებს ცხოვრებას მათ, ვინც 11 სექტემბერს საყვარელი ადამიანები დაკარგა. ყველა ტერორისტულ აქტს, ხომ ოსამა ბინ ლადენი ედგა სათავეში,“ - განაცხადა ელსანუსმა.

ჰარის ტარინი ვაშინგტონში მუსლიმთა საზოგადოებრივ საბჭოს ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ უდიდეს შვებას გრძნობს ოსამა ბინ ლადენის სიკვდილით. მისი თქმით ბინ ლადენი ქაოსის და ტერორის მთავარი სულისჩამდგმელი იყო არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ტარინის განცხადებით ბინ ლადენის ტერაქტების დროს დახოცილი ხალხი სხვადსხვა წარმომავლობის იყო. „მას არ აინტერესებდა ვინ იყო მუსლიმი და ვინ არა, ან იყვნენ ებარელები თუ არა, ეს იყო ძალადობის აქტები რასაც ალ-ყაიდა და ბინ ლადენი ახორციელბდნენ,“ - ამბობს ტარინი.

ის გამოთქვამს იმედს, რომ ბინ ლადენის სიკვდილით ისლამურ სამყაროში ახალი ეტაპი დაიწყება. „ოსამა ბინ ლადენი და მისი იდეოლოგია მიუღებელია მუსულმანური ქვეყნების დიდი ნაწილისთვის და ეს ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ არაბული გაზაფხულის დროს,“- აცხადებს ტარინი.

მისი თქმით, ოსამა ბინ ლადენს და მის ალ-ყაიდას ამ მოვლენებზე პასუხი არ ქონდათ.

„ისტორია იწერება, ბინ ლადენის სიკვდილი დაემთხვა უდიდეს მოძრაობას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, იმ დროს, როცა ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, ხალხი უარყოფს ექტრემიზმს და მიესალმებიან მშვიდობიან პროგრესს, რომელიც უნივერსალურ ღირებეულებებს და მისწრაფებებს ეფუძნება,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG