აშშ-ის საგამომძიებლო სამსახურის განცხადებით, ორეგონის შტატში დაკავებულია სომალელი ემიგრანტის არასრულწლოვანი ვაჟი, რომელიც მანქანაში დამანტაჟებული ბომბის აფეთქების გეგმის განხორციელებას ცდილობდა. გეგმის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ პორტლანდში , საშობაო ნაძვისხის ანთების ცერემონიალზე, პარასკევს უნდა ამოქმედებულიყო.
19 წლის მოჰამედ ოსმან მოჰამედი გამოძიების ფედერალური სააგენტოს თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის მობილური ტელეფონით ბომბის დეტონაციას ცდილობდა. გეგმის შესახებ სამართალდამცავებმა ერთი წლით ადრე შეიტყვეს და მას შემდეგ, მოზარდის დასაპატიმრებლად თვალთვალი და საიდუმლო სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, შესაბამისად მას უვარგისი ასაფეთქებელი მოწყობილობა მიჰყიდეს.
ფედერალური სასამრთლოს წინაშე მუჰამედი ორშაბათს წარსდგება სადაც, მას მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მცდელობისთვის გაასამართლებენ.