ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო საიდუმლო სამხედრო-საჰაერო ბაზას აშენებს ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც უპილოტო თვითმფრინავები იემენში მოქმედი ტერორისტების წინააღმდეგ განახორციელებენ ოპერაციებს.
აღნიშნული ბაზის მშენებლობა იემენში პოლიტიკური ქაოსის ფონზე ალ-ყაიდას გაძლიერებას დაემთხვა, რომელიც სულ უფრო მეტ რაიონებს იკავებს ამ ქვეყანაში.
იემენის მთავრობა ადრე ალ-ყაიდას წინააღმდეგ ამერიკელთა სამხედრო ოპერაციებს დადებითად აფასებდა, თუმცა პრეზიდენტ სალეჰის წინააღმდეგ სახალხო აჯანყებამ ვაშინგტონს დიდი პრობლემები შეუქმნა ამ ქვეყანაში.